ალიევმა პარლამენტი დაითხოვა, აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მეექვსე მოწვევის პარლამენტი დაითხოვა, შედეგად ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

ცნობილია, რომ არჩევნები ამ წლის 1-ელ სექტემბერს ჩატარდება.

სავარაუდოა, რომ ალიევის პარტია, ახალი აზერბაიჯანი, რომელიც ამ ეტაპზე პარლამენტში 125 ადგილიდან, 69-ს ფლობდა, კვლავ შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას.

banner
წინა სტატიაშითიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ევრო 2024 და ლარი
შემდეგი სტატიაICC-მ ნეთანიაჰუსა და გალანტის დაპატიმრების ორდერების გაცემა გადადო