ალიევის მარში, ივანიშვილის გაუჩინარება და კალაძის სირცხვილი

ალიევის მარში, ივანიშვილის გაუჩინარება და კალაძის სირცხვილი

alievi1როგორც მოსალოდნელ იყო, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საკადრისი პასუხი გასცა ბაქოს იმ არაკეთილმოსურნეებს, რომლებმაც ბოლო დროს ასეთი ხმაური ატეხეს აზერბაიჯანული გაზის ირგვლივ.ჩვენ ერთხელ უკვე დავწერეთ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის კახი კალაძის საიდუმლო შეხვედრაზე გაზპრომის ხელმძღვანელთან, ალექსეი მილერთან, ასევე მის ოფიციალურ შეხვედრებზე ირანში.

 

მიუხედავად მწვავე კრიტიკისა საქართველოში და მეზობელ აზერბაიჯანში, ის არ მალავდა თავის მიზანს, მიეღწია რუსეთის და ირანის გაზის იმპორტისვისთვის, თან ორივე შემთხვევაში ფიგურირებდა სომხეთი.ჩრდილოელი და სამხრეთელი მეზობლების გაზით დაინტერესებაში იმ არგუმენტებით ამართლებდა, რომ აზერბაიჯანს არასაკმარისი გაზი აქვს, რაც ვერ დააკმაყოფილებს საქართველოს მზარდ მოთხოვნებსო. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყნის ექსპერტები და საზოგადოებრიობა ამტკიცებდა, რომ ეს ტყუილია: როგორ არ აქვს აზერბაიჯანს გაზი, თუკი ის სრულად ამარაგებს ცისფერი საწვავით არა მხოლოდ საქართველოს მოთხოვნებს, არამედ მეგობარ თურქეთშიც ყიდის 6 მლრდ-მდე გაზს.

 

საქართველოში ვიზიტის დროს, პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აზერბაიჯანს შეუძლია კიდევ 100 წელი მოამარაგოს თავისი მეზობელი და ევროპის ქვეყნები.
ქართულმა მასმედიამ არ გაუშვა შესაძლებლობა, გაეკრიტიკებინა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი. ჟურნალისტებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი იმას, რომ ილჰამ ალიევის ეს განცხადება არის პასუხი იმაზე, თითქოს აზერბაიჯანს არ აქვს შესაძლებლობა მიაწოდოს საქართველოს კომერციული გაზი, რითაც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ამართლებს რუსეთის გაზპრომთან მოლაპარაკებების დაწყებას.

 

ჩვენი პროგნოზის თანახმად, ილჰამ ალიევს ვიზიტის განმავლობაში უნდა დაესვა წერტილი ამ ხმაურისთვის და ზემოთმოყვანილი მისი განცხადება უნდა ჩაითვალოს პირველ ნაბიჯად ამ მიმართულებით.
დიახ, ბ-ნო კალაძე, აზერბაიჯანს ყოველთვის ექნება საქართველოს სამყოფი გაზი.საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს და შეთავსებით ვიცე-პრემიერს ნამდვილად არ სჭირდებო და ისეთი მიამიტობის დემონსტრირება, თითქოსმან არ იცის ამ რეგიონის ენერგეტიკული რუქა. ჩვენ რამდენჯერმე ვეცადეთ მისთვის დაგვემტკიცებინა, ასევე მისი მიმდევრებისთვის, თუ ასეთები საერთოდ არიან, რომ საქართველოსნაირი სუსტი და ღარიბი ქვეყანა რუსეთში და ირანში არ უნდა ეძებდეს იაფფასიან გაზსს, რადგან აზერბაიჯანის გაზი მაინც ყველაზე იაფი იქნება.

 

მართალია,ბოლო მომენტში კალაძე არ საუბრობდა იაფიან გაზზე და გადაერთო იმაზე, რომ აზერბაიჯანს გაზი არ ყოფნისო. თქვენ გგონიათ, ეს შემთხვევით არის? ჩვენ რასაკვირველია, არ გამოვრიცხავთ, რომ პოლიტიკური შემადგენელი ამ შემთხვევაში მთავარ როლს თამაშობს, რის შესახებაც დღეს ყველა წერს და ლაპარაკობს, და რასაც ამტკიცებს საქართველოს ნამდვილი „პატრონის“ ბიძინა ივანიშვილის არყოფნა თბილისში ილჰამ ალიევის ვიზიტის დროს.რამდენიმე დღის წინ კი ის თბილად შეხვდა ჩვენთვის არამეგობრული ქვეყნის, სომხეთის პრეზიდენტს. აზრად არ მოდის, რომ მან არ ისურვა პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენთან, უფრო ილჰამ ალიევმა არ მოინდომა შეხვედრა ამ მრავალსახოვან პოლიტიკოსთან ბიზნესიდან, რომელიც ლაპარაკობს ერთს, და აკეთებს – მეორეს.

 

მაგრამ არის ამ საკითხში სუფთა ეკონომიური შემადგენელი, რომელმაც, შასაძლოა, გამოიწვია პოლიტიკური. საიდუმლოებას არ წარმოადგენს ის, რომ საქართველოს სჭირდება 300 მლნ კუბური მეტრი გაზის დამატებითი რაოდენობა თავისი ახალი თბო-ენერგეტიკული სისტემისთვის. ქონდა თუ არა ქართულ მხარეს წინასწარი მოლაპარაკებები გაზის ასეთი რაოდენობის მიწოდებაზე აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიასთან (SOCAR), კალაძე,სამწუხაროდ, ამის შესახებ არ საუბრობს. მაგრამ დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ამდაგვარი შეთანხმების შემთხვევაში ის აუცილებლად იტყოდა ამაზე და დაუსაბუთებლად არ დაიწყებდა იმის მტკიცებას, რომ აზერბაიჯანში არ არის საკმარისი გაზი.

 

ეტყობა, კალაძის ამ გზით სურს დამალოს თავისი ცოდვები, რაც იმაში მდგოარეობს, რომ მისი ხელმძღვანელობით კი არის აშენებული თბო-ენერგეტიკული სისტემა, მაგრამ გაზი მისთვის არ არის. და არც იქნება. გაზის დროულიმიწოდებისთვის აუცილებელია კონტრაქტის დადება ყველა წესის დაცვით, რომლის დარღვევას მოყვება მსხვილი საჯარიმო სანქციები.ვინ ვინ და კალაძემ კი უნდა იცოდეს ასეთი წვრილმანები. ეხლა კი მას უნდა ყველაფერი გადააბრალოს სხვას, ე.ი როგორმე გამოძვრეს მდგომარეობიდან.ის, რომ ამით მას შეუძლიაზიანი მიაყენოსSOCAR-ის იმიჯს, მას არ ანაღვლებს.

ალიევის მარში, ივანიშვილის გაუჩინარება და კალაძის სირცხვილი
გაიხსენეთ, როგორ გავს ეს აზერბაიჯანის კომპანიის AzMeCo ისტორიას, რომელმაც ააშენა მეთანოლის ქარხანა ბაქოში, მაგრამ „დაავიწყდა ისეთი წვრილმანი“, როგორც SOCAR-ის ვალდებულება, გარანტირებულად მიაწოდოს ნედლეული – იგივე გაზი. მაგრამ, ბ-ნო კალაძე,SOCAR სოლიდური კომპანიაა, საკმაოდ მაღალი იმიჯით მსოფლიო ბაზარზე, მას არ შეუძლია იმწუთშივე მიაწოდოს გაზი, რა წამსაც კლიენტს მოუნდება – გინდ ქართული კომპანია იყოს, გინდ აზერბაიჯანული. რასაკვირველია, აზერბაიჯანულ კომპანიას არ აქვს თავისუფალი გაზი და იცით, ეს კარგია. წინააღმდეგ შემთხვევაში,მათ შეიძლება ბრალი დასდო მენეჯმენტის დაბალ დონეში, მაგრამგაზის დამატებითი მოცულობის მისაღებად საჭირო იყო მოლაპარაკებების გამართვა წინასწარ, 1-2 წლის წინათ და მხოლოდ გარანტიების მიღების შემდეგ უნდა დაწყებულიყო თბო-ენერგეტიკული სისტემის მშენებლობა.

 

პრინციპში, ასე მუშაობს ყველა ნორმალური კომპანია, და თქვენ, ბ-ნო კალაძე, კარგად უნდა იცოდეთ ამის შესახებ, თქვენი მოღვაწეობიდან გამომდინარე. მაგრამ თუკი თქვენ გამოგრჩათ ასეთი წვრილმანი (განზრახ,არა, რასაკვირველია), რა საჭიროა ეხლა ხმაურის ატეხვა?

 

მითუმეტეს არ იყო საჭირო ყოველივე ამის შეფუთვა პოლიტიკურ საბურველში, რაც უფრო ახასიათებს პოლიტიკოსებს (არ ვამტკიცებთ, რომ ეს ივანიშვილია) და არა მრეწველ-ენერგეტიკოსებს. ასეთი შეცდომები მიუტევებელია. სხვა სახელმწიფოებში ამგვარი მარცხის გამო მინისტრები პორტფელს კარგავენ.

წყარო

banner
წინა სტატიაში“ზუსტად ვიცი, რომ მას ამ კომპანიასთან პრეტენზია არასდროს ჰქონია, მე მას ვიცნობ,”- გია ყარამანიშვილი ქიბარ ხალვაშზე საუბრობს
შემდეგი სტატიაცნობილი რუსი პოლიტოლოგი ლილია შევცოვა ვლადიმერ პუტინზე