ალიევი – თუ სომხეთი კვლავ დაიცავს თავის წინა ტაქტიკას საზღვრების დადგენისას, ინანებს – „რკინის მუშტი“ ადგილზეა, არავინ დაივიწყოს

ჩვენი პოზიციები სომხეთთან საზღვარზე კიდევ უფრო გაძლიერდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ სომხეთი საზღვრების დადგენისას ძველ ტაქტიკას გააგრძელებს, ინანებს.

„თუ სომხეთი კვლავ დაიცავს თავის წინა ტაქტიკას საზღვრების დადგენისას, შეეცდება გააჭიანუროს დრო, შედეგად ინანებს. ყურადღებით ვაკვირდებით სომხეთში წარმოშობილ რევანშისტული ძალების ქმედებებს. მათაც უნდა იცოდნენ. ჩემი სიტყვები დაწერილია მთის წვერზე: „რკინის მუშტი“ ადგილზეა, არავინ დაივიწყოს“, – აღნიშნა ალიევმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა, მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – არაფერია ანტიკონსტიტუციური იმაში, რომ ხალხი ითხოვს იმ მთავრობის გადადგომას, რომელმაც ხელი შეუშალა საქართველოს ისტორიული მისიის რეალიზებას – ევროპაში ინტეგრაციას