20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ალიევი: “შუა დერეფნის” მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება

“გლობალურ გეოპოლიტიკურ პირობებში „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება” — ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა „თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის“ სამიტზე განაცხადა.

ილჰამ ალიევის თქმით, ამ პროექტის საკვანძო სეგმენტი „ზანგეზურის დერეფანი“ იქნება.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ტვირთბრუნვის დაჩქარებაზე და აღნიშნა, რომ e-Permit-ის სისტემის წყალობით, მარშრუტზე საბაჟო და ელექტრონული ნებართვების გაცემის პროცედურები მნიშვნელოვნად მარტივდება.

banner
წინა სტატიაში“ჩემი ჩარევა არ სჭირდებათ იმისთვის, რომ სანქციები მიიღონ”- სალომე ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: პატრიარქის როლი ის არის, რომ წინაპირობების გარეშე შუამდგომელი იყოს და ეს ახალგაზრდები ციხიდან გამოვიდნენ