ალიევი სარქსიანს ურჩევს სიტყვებს დაუკვირდეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თავის სომეხ კოლეგას სერჟ სარქსიანს ურჩევს “სიტყვებს დაუკვირდეს და ბაქოს მოთმინება არ გამოსცადოს” – ამის შესახებ დღეს Minval.az-ი ავრცელებს.
ალიევმა თქვა, რომ ერევანმა იცის “ჩვენი შორი რადიუსის რაკეტების სიძლიერეზე… თუკი ჩვენ მათ გამოვიყენებთ, ქვა-ქვაზე არ დარჩება ოკუპირებულ ტერიტრიაზე. დაე, იცოდეს ამის შესახებ სომხეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და მომავალში საკუთარ სიტყვებს დაუკვირდნენ და არ გამოსცადონ ჩვენი მოთმინება” – თქვა ალიევმა.

26 მარტს სარქსიანმა მთიანი ყარაბახის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მეომრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში სომხეთის შეიარაღებული ძალები, თვალის დაუხამხამებლად “ისკანდერის” კომპლექსს გამოიყენებენ აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშიფლინს რუსეთის ამერიკის არჩევნებზე გავლენების შესახებ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ იმუნიტეტზე უარი უთხრეს
შემდეგი სტატიარუსეთმა ნატოს და ტილერსონის პოზიცია გააკრიტიკა