ალიევი – მოხარული ვარ, რომ პრემიერად დანიშვნის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ მყისიერად გადაწყვიტა აზერბაიჯანში ჩამოსვლა

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მთელი გულით გილოცავთ და მოგესალმებით აზერბაიჯანში. ძალიან მიხარია, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მყისიერად გადაწყვიტეთ აზერბაიჯანში ჩამოსვლა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ილჰამ ალიევმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრთან პირისპირ შეხვედრაზე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.

„უპირველეს ყოვლისა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მთელი გულით გილოცავთ და მოგესალმებით აზერბაიჯანში. ძალიან მიხარია, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მყისიერად გადაწყვიტეთ აზერბაიჯანში ჩამოსვლა და მადლობას გიხდით ამისთვის. ამასობაში, კიდევ ერთხელ, ჯერ გილოცავთ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს. ორი დამოუკიდებელი ერის ლიდერებმა ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ პირისპირ შეხვედრაზე. ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, ვართ მეგობარი, მოძმე ქვეყნები. ძალიან დიდი ფესვები აქვს ჩვენს მეგობრობას, ჩვენი ხალხის მეგობრულ და კეთილგანწყობილ ატმოსფეროს ცხოვრებაში. აი, ასეთ მყარ საფუძველზე აიგო და აშენდა ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა“, – განაცხადა ალიევმა.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ კავშირზე არიან მექსიკის საემიგრაციო სამსახურთან და არკვევენ საქართველოს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს
შემდეგი სტატიაკობახიძე – აზერბაიჯანთან გვაქვს პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობის მაღალი დონე, ჩვენთვის მთავარია, კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა