ალიევი: აშშ ეწინააღმდეგებოდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტს

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის განხორციელების წინააღმდეგი იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ალიევმა ამის შესახებ სატრანსპორტო საკითხებთან დაკავშირებულ შეხვედრაზე, იმ სირთულეებზე საუბრისას აღნიშნა, რასაც აღნიშნული პროექტის რეალიზების პროცესში წააწყდა.

„როდესაც ჩვენ ვცდილობდით ამ პროექტის რეალიზებას, წავაწყდით სერიოზულ დაბრკოლებებს. ახლა, უკვე შემიძლია ამის შესახებ განვაცხადო. კერძოდ, წინააღმდეგ გამოვიდა აშშ. მიზეზი ისევ მათი პროსომხური პოლიტიკა იყო. ითვლებოდა, რომ ეს პროექტი გამორიცხავდა სომხეთს.

ამ მიზეზით, საქართველოს ხელისუფლება იმ დროს ძლიერ ზეწოლას გადააწყდა აშშ-ის მხრიდან, რომ ამ პროექტზე საქართველოს თანხმობა არ დაეშვათ. საბოლოოდ, რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენ შევძელით შეთანხმების მიღწევა“, – მოჰყავს Axar.az-ს ალიევის სიტყვები.

banner
წინა სტატიაში“ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებული და გაუმართლებელი ჩანს… სად არის ჰუმანურობა?” -გერმანიის ელჩი
შემდეგი სტატიაგაეროს ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისი განცხადებას ავრცელებს-საქართველოში ყველა უკანონოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს