,,ალიბეგაშვილი სწორად მოიქცა, როდესაც საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე არ შეუშვა ის ადამიანები,”

პარლამენტის ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან, ბოლო პერიოდში, შეინიშნება აგრესია და ძალის გადამეტება, რაც ხშირშემთხვევაში სხვადასხვა ადმინისტრაციულ დარღვევასა და სხდომების ჩაშლაში გამოიხატება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი სწორად მოიქცა, როდესაც საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე არ შეუშვა ის ადამიანები, რომლებიც რამდენიმე დღეა აანონსებენ საკრებულოს საქმიანობისთვის ხელის შეშლას.

„კანონი, პირველ რიგში, ოპოზიციას არ აძლევს ასე მოქცევის საშუალებას, როგორც იქცეოდნენ დღეს. სიტყვასა და გამოხატვას აქვს თავისი საზღვრები და როცა გაქვს პრეტენზია იმისა, რომ ხარ დეპუტატი და ხალხის რჩეული და როდესაც იმყოფები დარბაზში, იქ უნდა მოიქცე ღირსეულად. ოპოზიცია საზღვრებს უკვე დიდი ხანია გასცდა და ამას საზოგადოება სწორად აფასებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშითანა ბოკუჩავა – მაშინ, როდესაც ჩემი მეუღლე ლექციებს უნდა კითხულობდეს დემოკრატიაზე, ის გაიტაცეს აქციიდან
შემდეგი სტატია„გაიგეთ სიმართლე თაბორისა და პუშკინის სკვერის მიმდებარე პროექტების შესახებ“- (+ვიდეო)