Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა კომუნისტი აღმოჩნდა

ჩინელი მილიარდელი და მსოფლიოში უმსხვილესი ინტერნეტ-მაღაზია Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრია – ამის შესახებ კომპარტიის ოფიციალური გაზეთი წერს. გამოქვეყნებულ სიაში, სადაც სულ 100 ადამიანია, ჩამოთვლილია ის პირები, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩინეთის პოლიტიკურ რეფორმებსა და სხვა მნიშვნელოვანი პრათფორმების შექმნაში. აქვე – აღნიშნული არ არის, თუ როდის გაწევრიანდა ჯეკ მა პარტიაში.

ბიზნესმენის ქონება შეფასებულია 36,6 მილიარდ დოლარად და ის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ჩინელების სიის მესამე ადგილს იკავებს -წერს “ბიბისი” .
სექტემბერში ჯეკ მამ განაცხადა, რომ “ალიბაბა ჯგუფს” ერთ წელში დატოვებს. მას Alibaba-ს აღმასრულებელი დირექტორი დენიელ ჩჟანი შეცვლის.

banner
წინა სტატიაში,,მე რომ სააკაშვილს არ დავპირისპირებოდი, ივანიშვილს მინგეჩაურის წყალსაცავში იპოვნიდნენ მეთევზეები”
შემდეგი სტატია,,სააკაშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი საზოგადოების უდიდეს ნაწილთან, რომლებსაც მისი მმართველობის დროს ცხოვრება დაენგრათ”