Alibaba აშშ-ში შავ სიაში მოხვდა

უმსხვილესი ჩინური ინტერნეტ-რეთეილერი Alibaba აშშ-ს მთავრობამ ისევ “პირატული ბაზრის” სიაში ჩასვა არალიცენზირებული პროდუქტების მასობრივად გაყიდვის გამო.
კომპანია ამ სიიდან ოთხი წლის წინ ამოიღეს, თუმცა, ახლა აშშ აცხადებს,რომ Alibaba Group -ის პლატფორმა Taobao-დან უზარმაზარი რაოდენობის კონტრაფაქტები მიდის.
Alibaba Group-ის პრეზიდენტმა მაიკლ ევანსმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. მისი თქმით, ჯერჯერობით გაურკვეველია, გადაწყვეტილება ფაქტებზე დაყრდნობით მიიღეს, თუ ეს მხოლოდდამხოლოდ პოლიტიკის ნაწილია.

banner
წინა სტატიაშიდავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ არ ცნო და პატიმრობიდან გაათავისუფლა
შემდეგი სტატიაიაპონიამ რეკორდული სამხედრო ბიუჯეტი დაამტკიცა