ალი ხამენეი – ჩვენ ხელზე ვემთხვევით ყველას, ვინც სიონისტურ რეჟიმზე თავდასხმა დაგეგმა

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი უარყოფს ირანის ჩართულობას 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში.

სააგენტო „როიტერი“ ხამენეის ციტირებს: „ჩვენ ხელზე ვემთხვევით ყველას, ვინც სიონისტურ რეჟიმზე თავდასხმა დაგეგმა. გამანადგურებელმა სტიქიამ გაანადგურა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომლის აღდგენა მარტივი არ იქნება. სიონისტური რეჟიმის ქმედებებია ამ კატასტროფაში დამნაშავე“, – განაცხადა ხამენეიმ.

აღსანიშნავია, რომ ირანი „ჰამასის“ მხარდამჭერ ძალად მოიაზრება, რომელიც დაჯგუფების წვრთნებსა და შეიარაღების მიწოდებას უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაშიბლინკენი – ისრაელს უფლება აქვს, დაიცვას თავისი მოქალაქეები „ჰამასის“ თავდასხმებისგან და მძევლების გათავისუფლება უზრუნველყოს
შემდეგი სტატიასარჯველაძე – თუ ისრაელიდან ჩარტერის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, დაინიშნება