ალი ასადოვი – „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში მაღალი დონის სტუმართმოყვარეობისთვის ბატონ პრემიერ-მინისტრს და ორგანიზატორებს მადლობა მინდა გადავუხადო, ირაკლი ღარიბაშვილის ორგანიზებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარებისთვის არაერთი მოლაპარაკება მიმდინარეობდა

ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ორგანიზებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარებისთვის არაერთი მოლაპარაკება მიმდინარეობდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აზერბაიჯანის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მაღალი დონის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა საქართველოს მთავრობას. პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, თქვენი მოწვევით ჩვენ გუშინ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ ვიღებდით მონაწილეობას. ბატონ პრემიერ-მინისტრს და ორგანიზატორებს მაღალი დონის სტუმართმოყვარეობისთვის კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო. როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ორგანიზებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარებისთვის არაერთი მოლაპარაკება მიმდინარეობდა“, – განაცხადა ალი ასადოვმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – აზერბაიჯანის თეატრს აქვს დიდი ისტორია ჩვენს ქვეყანაში და ყველას გვიხარია, რომ თეატრის ახალ, თანამედროვე მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი
შემდეგი სტატიამთავარია საქართველოში ვარ და აქტიურად ვაპირებ ქვეყნის გადარჩენის პროცესში აქტიურად ვიყო ჩართული – სააკაშვილი