ალესანდრე მარგიშვილი ჯოკია ბოდოკიას განცხადებებს ეხმაურება

ალექსანდრე მარგიშვილმა კატეგორიულად გამორიცხა, რომ ის როდესმე წინააღმდეგი იყო პანორამა თბილისის პროექტის. მან განაცხადა, რომ არანაირი ნაცნობობა, გარდა მერიაში მუშაობის დროს თანამშრომლობისა, ჯოკია ბოდოკიასთან არ ჰქონია, და შესაბამისად, მისთვის უცნობია რა ინფორმაცია უნდა ჰქონოდა მასთან დაკავშირებით ბოდოკიას. ალესანდრე მარგიშვილი თანამდებობიდან წასვლას პანორამა თბილისს არ უკავშირებს.

ჯოკია ბოდოკიას პირველმა ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა, დაადასტურა, რომ ბრალდებულის მოთხოვნის საფუძველზე შეიტანა პროკურატურაში საპროცესო გარიგებაზე განცხადება, თუმცა მას რეაგირება არ მოჰყოლია. ადვოკატმა უარყო, რომ ის ჯოკია ბოდოკიას პროკურატურის დანაბარებებს გადასცემდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილს რამდენიმე ქვეყნის კოლეგა პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს
შემდეგი სტატია„ლარის გაუფასურება იქნება მინიმალური“, – დიმიტრი ქუმსიშვილი