ალექსიძის ქუჩაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ალექსიძის ქუჩა N1-ის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოები 3 900 კვ. მ ფართობზე განხორციელდება.

პროექტის მიმდინარეობას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ზონა მოეწყობა, სადაც ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები დამონტაჟდება. აგრეთვე, მოეწყობა ტრენაჟორები, საფეხმავლო ბილიკი, LED განათების ქსელი და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

სკვერში გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდება – დაირგვება სხვადასხვა სახის ხე- მცენარეები, ჰიდროთესვის პრინციპით დაითესება ბალახი და სარწყავი სისტემა დამონტაჟდება.

სამუშაოებს, რომელიც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსებულია 306 793 ლარით, კომპანია „გრინსერვის +“ ახორციელებს.

ამ დროისთვის, საბურთალოს რაიონში სკვერებისა და დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია კიდევ ექვს მისამართზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: პენიტენციური სამსახური გამოიჩენს სათანადო სიმკაცრეს იმისთვის, რომ საპატიმრო საქართველოში დარჩეს ვირუსის მიღმა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთადერთი გარანტია