ალექსი პეტრიაშვილმა “თავისუფალი დემოკრატები” დატოვა

ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს

ალექსი პეტრიაშვილმა “თავისუფალი დემოკარტები” დატოვა, – ამის შესახებ ალექსი პატრიაშვილი “ფეისბუქის” გვერდზე წერს.

“მოგესალმებით მეგობრებო! პირველში მადლობას ვუხდი ყველა “თავისუფალ დემოკრატს” და ყველა ადამიანს, ვინც მხარს მიჭერდა და მაძლიერებდა ამ ხნის განმავლობაში.

ჩვენ ერთად ვიბრძოდით უკეთესი, ევროპული საქართველოსთვის! ქვეყანაზე ზრუნვას აუცილებლად განვაგრძობ, ოღონდ სხვა რანგში და სხვა დარგში!

დღეიდან აღარ ვარ პარტიული.

და სულ ცოტა ხნით ვიქნები . . . სახლში (ხვდებით ალბათ, ვისი ხმითაც ვიტყოდი ამას)
აბა დროებით!
პატივისცემით,
უპარტიო ალექსი პეტრიაშვილი”,-წერს ალექსი პეტრიაშვილი.

banner
წინა სტატიაში“უბნებზე მობილიზებული სუს-ი და კუნთიანი ბიჭები” – არმაზ ახვლედიანი არჩევნებში სუს-ის ჩართულობაზე საუბრობს
შემდეგი სტატიააჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები ცნობილია