ალექსი პეტრიაშვილის საქმეზე “თავისუფალი დემოკრატები” მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ

ალექსი პეტრიაშვილის საქმეზე თავისუფალი დემოკრატები მუხლის გადაკვალიფიცირების აუცილებლობაზეც საუბრობენ. ამ მოთხოვნის დაყენებას ისინი შს მინისტრთან აპირებენ. თავისუფალმა დემოკრატებმა უკვე აიყვანეს ადვოკატი, რომელიც უშუალოდ დაშავებულის ინტერესებს დაიცავს. ადვოკატმა ლევან სამუშიამ საგამოძიებო უწყებებს მასალების გამოთხოვნით უკვე მიმართა. მიმდინარე გამოძიებაზე კი დასკვნების გაკეთებას საქმის მასალების გაცნობის შემდეგ აპირებს.

„არასწორი იქნება ჩემი მხრიდან ვილაპარაკო რამდენად ობიექტურად მიმდინარეობს გამოძიება რადგან საქმის მასალებს არ ვიცნობ. როდესაც საქმის მასალებს გავეცნობი უფრო მეტის თქმის საფუძველი მექნება,“ – აცხადებს ლევან სამუშია.

banner
წინა სტატიაშიგონიოს მცხოვრებლებმა ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს
შემდეგი სტატია1 მარტს საქართველოში მოლდოვას რესპუბლიკის საპატიო საკონსულოს ოფისი ოფიციალურად გაიხსნება