ალექსი პეტრიაშვილის ოპერაცია დაახლოებით საათნახევარში დასრულდება

ჯანდაცვის მინისტრის მიადგილე ზაზა სოფრომაძის განცხადებით, „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც სოფრომაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პეტრიაშვილს თავში ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული დაზიანება, თუმცა ასევე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული აქვს რამდენიმე ჭრილობა ქვედა კიდურების არეში.

„ბატონი ალექსი პეტრიაშვილის ოპერაცია დაახლოებით ერთ საათში, საათნახევარში დასრულდება. მიყენებული აქვს თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანება, თუმცა ტვინს საფრთხე არ ემუქრება. ასევე, აღენიშნება ქვედა კიდურების არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული რამდენიმე ჭრილობა, რომელიც სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“, – განაცხადა სოფრომაძემ.

ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ალექსი პეტრიაშვილის გულშემატკივართა რაოდენობა იზრდება. ოჯახის წევრებს და თანაგონდელებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს”, – აცხადებენ შსს-ში.

შსს მიმართავს ფაქტის თვითმხილველ პირებს, დანაშაულის დროულად გამოძიების მიზნით, ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან.

banner
წინა სტატიაში“ლევან მიქელაძე დღეს მეორედ გარდაიცვალა, რადგან მის საფლავზე მის მეგობარს გაუსწორდნენ”
შემდეგი სტატია„ის, რომ პეტრიაშვილის მიმართ შეგნებულად იყო სროლა ქვედა კიდურებზე, პირადულზე მიანიშნებს“