ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა სავარაუდოდ, დღეს გაგრძელდება

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის, ალექსი პეტრიშვილის დაკითხვა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სავარაუდოდ, დღეს გაგძელდება.

ალექსი პეტრიაშვილის ადვოკატმა, ლევან სამუშიამ განაცხა, რომ ის უკვე საავადმყოფოშია, სადაც ელოდება ექიმის დასტურს ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

“უკვე საავადმყოფოში ვიმყოფები, ახლა, ველოდებით ექიმის დასტურს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დასტურის შემდეგ, სავარაუდოდ, დაკითხვა გაგრძელდება”,- აღნიშნა ლევან სამუშიამ.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, ადვოკატი ამ დროისთვის, დამატებით, ახალ ინფორმაციას არ ფლობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს, რის შედეგადაც მას ორი სასწრაფო ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შს მინისტრის განცხადებით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და იმ შემთხვევაში, თუ რიგი გარემოებები გამოიკვეთა, გამორიცხული არ არის, საქმის გადაკვალიფიცრება განზრახ მკვლელობის მუხლით მოხდეს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ახვლედიანის შუამდგომლობა დროებითი განჩინების გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა
შემდეგი სტატიაბრალდების დადასტურების შემთხვევაში, პრემიერი “ბათუმის წყლის” დირექტორის გადადგომას მოითხოვს