ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეწყდა

“თავისუფალი დემოკრატების”, გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეწყდა.

პეტრიაშვილს ადვოკატის ბექა სამუშიას განცხადებით, მის დაცვის ქევშ მყოფს ტემპერატურამ აუწია, რის გამოც გამომძიებლები იძულებულები გახდნენ, დაკითხვა შეეჩერებინათ.

პეტრიაშილი სამართალდამცველების შეკითხვებს დაახლოებით, სამი საათის განმავლობაში პალატაში პასუხობდა. დაკითხვაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკოსის ადვოკატი და ექიმიც.

ალექსი პეტრიაშვილი რეანიმაციიდან პალატაში გუშინ გადაიყვანეს. სწორედ ამის შემდეგ მისცა ექიმმა გამოძიებას მისი დაკითხვის უფლებაც.

“მოგეხსენებათ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, რომ ორი ოპერაცია გადაიტანა, მძიმე ნარკოზის ქვეშ. აქედან გამომდინარე მას ბოლო მომენტში ტემპერატურამ აუწია, შესაბამისად ექიმის რეკომენდაციით მისი დაკითხვა გადაიდო ხვალ. ბატონმა ალექსიმ დეტალურად რაც ახსოვდა აღიდგინა ფაქტი და მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას. დაკითხვა არ დამთავრებულა. მან სახელი არ იცის ამ ადამიანების”, – განაცხადა ლევან სამუშიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს, რის შედეგადაც მას ორი სასწრაფო ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შს მინისტრის განცხადებით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და იმ შემთხვევაში, თუ რიგი გარემოებები გამოიკვეთა, გამორიცხული არ არის, საქმის გადაკვალიფიცრება განზრახ მკვლელობის მუხლით მოხდეს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი და ე.წ. ბიოს 167 აბი ამოიღო
შემდეგი სტატიაბარაკ ობამამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ვადა გაახანგრძლივა