ალექსი პეტრიაშვილი : „პოლიტიკაში ყოფნას წერტილი დავუსვი“

ალექსი პეტრიაშვილი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ დატოვების მიზეზად პოლიტიკიდან წასვლის სურვილს ასახელებს.

პეტრიაშვილის განცხადებით გარკვეულწილად, მის გადაწყვეტილებაზე გავლენა საპარლამენტო არჩევნების შედეგმაც იქონია.

„ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული რაღაც ეტაპზე და ჩემი აზრით, ახლა ეს ეტაპია, როცა პოლიტიკაში ყოფნას უნდა დავუსვა წერტილი. ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. გარკვეულწილად, რა თქმა უნდა არჩევნების შედეგმაც იქონია გავლენა, მაგრამ ახლა უკვე ვფიქრობ და მაქვს კონკრეტული შემოთავაზებები, რომლის შესახებაც საუბარს არ ვაპირებ. უახლოეს მომავალში შეიტყობთ ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, შემოთავაზებები პოლიტიკის სფეროდან არ აქვს. „პოლიტიკაში ყოფნას წერტილი დავუსვი“, – აღნიშნა პეტრიაშვილმა.

ალექსი პეტრიაშვილმა „თავისუფალი დემოკრატები“ დღეს დატოვა. ის საბურთალოს მეოთხე მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა კენჭს, სადაც არჩევნების პირველადი წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა 8.14% დააგროვა.

აღნიშნულ ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ მამუკა მდინარაძეს ხმათა 51.7% ერგო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ჯარჯი დოლიძეს 20.85%-იანი მხარდაჭერა აქვს.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” სამოქმედო გეგმაზე სავარაუდოდ, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს
შემდეგი სტატიასაზღვარგარეთ გახსნილი უბნების პირველადი შედეგებით, ”ქართულმა ოცნებამ” ხმების 39,6%, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” კი 33,8% მიიღო