ალექსი პეტრიაშვილი ლევან მექვაბიშვილს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი მასზე თავდასახმის მოტივებზე საუბრისგან თავს იკავებს.
როგორც საავადმყოფოდან გამოსულმა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავდასხმის მოტივებთან დაკავშირებით სპეკულაციებს არ აპირებს.

“რაც შეეეხება მოტივს, სპეკულაციებს არ დავიწყებ, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. წავიკითხე ცალკეული პოლიტიკოსების დასკვნები, უკვე საბრალდებო დასკვები, მოტივაციები და ვერ მივბაძავ მათ “მჭერმეტყველებაში”. გამოძიებას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ გამოიძიოს მოტივიც. გამოძიება არ იქნება დასრულებული, საქმე არ იქნება გახსნილი, სანამ არ იქნება გამოვლენილი დამკვეთი, არ იქნება დაკავებული მეორე შემსრულებელიც და არ იქნება დაკავებული დამკვეთიც. უნდა მოხდეს სამაგალითო დასჯა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის – არა ჩემთვის, ბუკა პეტრიაშვილისთვის, არამედ თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებისთვის, მომავალში რომ აღარ მოუვიდეთ თავში აზრად, აიღონ ფული და გაიმეტონ ადამიანი სასიკვდილოდ”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი იმედოვნებს, რომ საქმე დროულად იქნება გამოძიებული.

“როდესაც ადამიანს თავის, საფეთქელის არეში აყენებენ ჩაქუჩით რამდენიმე დარტყმას, ასევე დაზიანებას მუცლის ღრუში და სხვა მიმართულებით ხდება 5 გასროლა მიბჯენით, ამავე დროს კი გრძელდება “მუშაობა” ჩაქუჩით და ბეისბოლის “ბიტით”, ეს არის ცალსახად მკვლელობის მცდელობა. მე არ ვარ იურისტი, ამას იურისტები მისცემენ შესაბამის კვალიფიკაციას და იმედია, გამოძიება დროულად მივა ბოლომდე”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“მე გამქონდა ასოცირების შეთანხმება, მაგ პიროვნებას – ლომბარდები, ასე რომ , გადაკვეთები არ გვქონია”
შემდეგი სტატიაუსუფაშვილი ქორწინების შესახებ კონსტიტუციაში ჩანაწერის შეტანის თემას დანაღმულ ველზე შესვლად აფასებს