ალექსი პეტრიაშვილი: ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან სერიოზულ სახელმწიფოებრივ სკანდალთან

პრეზიდენტის ოჯახის წევრზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტს, „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი სერიოზულ სახელმწიფოებრივ სკანდალად აფასებს, ამის შესახებ პეტრიაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემაში ისაუბრა:

„ეს ფაქტი ძალიან აღმშფოთებელი და დასაფიქრებელია. ხელისუფლების მხრიდან უნდა იყოს გამოვლენილი პოლიტიკური ნება, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ამიღონ პასუხისმგებლობა. როდესაც ამ საკითხზე საუბრობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ოპოზიცია საქმე რეალურად გვაქვს სერიოზულ სახელმწიფოებტივ სკანდალთან. მე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ პრემიერ-მინისტრი შესაბამის რეაგირებას გააკეთებს და კონკრეტული გაგრძელება და კონკრეტული პასუხისმგებელი პირების გამოვლენა მოხდება.“- განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი 101 წლის ფლორა ჩხენკელს სახლში ესტუმრა
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის განცხადებებს კონკრეტული პოლიტიკური მიზანი აქვს