ალექსი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის მიერ ნატო-ს ბაზაზე იერიშის მიტანის შემთხვევაში „ომი რამდენიმე დღეში დასრულდება“

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა რუსეთის მიერ ნატოს ბაზაზე იერიშის მიტანის შესაძლებლობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში ომი რამდენიმე დღეში დასრულდება.

არესტოვიჩს სთხოვეს შეეფასებინა ბრიტანეთის ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ პუტინმა შეიძლება ნატოს ბაზაზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რათა ხელი შეუშალოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.

„დაე დაარტყას. ვფიქრობ, ამის შემდეგ ომი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება“,- განაცხადა არესტოვიჩმა.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა მოისმინა მედვედჩუკის ტირილი და დააიგნორა – გერაშენკო
შემდეგი სტატიაყველა პოლიტიკური პარტია საუბრობს, რომ უნდა გამოვიყენოთ მანიფესტაციები და სხვა პოლიტიკური ბერკეტები, რათა ხელისუფლება შეიცვალოს – მინაშვილი