ალექსეი ნავალნის შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს, ლეონიდ ვოლკოვს ვილნიუსში საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს, ლეონიდ ვოლკოვს ვილნიუსში საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ.

როგორც ნავალნის პრესსპიერი კირა იარმიში სოციალურ ქსელში წერს, მას მანქანის მინა ჩაუმსხვრიეს და თვალებში ცრემლსადენი გაზი შეასხეს, რის შემდეგაც ჩაქუჩით სცემეს.

მოგვიანებით იარმიშმა დაწერა, რომ ლეონის ვოლკოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი გამოეხმაურა.

„ლეონიდზე თავდასხმის ამბები შოკისმომგვრელია. შესაბამისი უწყებები მუშაობენ. დამნაშავეებს მოუწევთ პასუხის გაცემა თავიანთი დანაშაულისთვის“, – წერს მინისტრი.

მოგვიანებით ვოლკოვმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. მისი თქმით, მას ხელი აქვს მოტეხილი.

„ეს იყო ბანდიტური პეტერბურგიდან პუტინისთვის დამახასიათებელი მოკითხვა“, – აღნიშნა ვოლკოვმა.

banner
წინა სტატიაშიემანუელ მაკრონი 15 მარტს ბერლინში ოლაფ შოლცსა და დონალდ ტუსკს შეხვდება
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი – შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში შეხვედრები გვექნება ჩვენს კოლეგებთან, ვისაუბრებთ საპარლამენტო საქმიანობაზე, ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე