ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციასთან დაკავშირებით წინასწარი საგამოძიებო შემოწმება დაიწყო.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ სოხუმში მახაჯირების სანაპიროზე “უცნობმა პირებმა მოაწყვეს ნავალნის ხსოვნის რიტუალი, რომელიც ადრე ნასამართლევი იყო ექსტრემიზმის გამო და გარდაიცვალა მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში იამალო-ნენეცის ავტონომიურ რაიონში. მათ ამ უკანასკნელის ფოტო ძეგლის კვარცხლბეკზე დააყენეს”.
ე.წ. შსს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულმა ფაქტმა აფხაზეთის მოქალაქეებსა და დედაქალაქის სტუმრებში “შეშფოთების ტალღა გამოიწვია”. თუმცა არ აკონკრეტებს, რა “შემაშფოთებელი” ნიშნები აღმოაჩინეს რუსეთის მოქალაქეების ქმედებაში.
ამჟამად პირები, ვინც ეს ქმედება ჩაიდინა, იდენტიფიცირებულები არიან. ძეგლის კვარცხლბეკი აღდგენილია სათანადო სახით. დედაქალაქის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს ორი მოქალაქე: რუსეთის ფედერაციის კიროვის ოლქის ქალაქ კიროვო-ჩეპეცის მცხოვრებები, რომლებიც დროებით ცხოვრობენ სოხუმში – 1982 წელს დაბადებული ვალენტინ ვლადიმიროვიჩ კარპინი და 1981 წელს დაბადებული კარპინა დარია ვლადიმეროვნა. ფაქტზე მიმდინარეობს წინასწარი საგამოძიებო შემოწმება“, – ნათქვამია განცხადებაში.