ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო, თბილისში მყოფმა რუსეთის მოქალაქეებმა აქცია გამართეს, აქცია გაიმართა ბათუმშიც

“ნავალნი – პუტინის მორიგი მსხვერპლი” – რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც დიქტატორულ რეჟიმს და ომს თბილისში გამოექცნენ, პუტინის მთავარი ოპონენტის სიკვდილზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის პრეზიდენტს აკისრებენ. შვეიცარიის საელჩოსთან სადაც, რუსული ინტერესების სექციას მდებარეობს ასობით ადამიანი ალექსეი ნავალნის ფოტოებით სანთლებითა და ყვავილებით მივიდა. აქციის მონაწილე რუსი აქტივისტები არ მორიდებიან ვლადიმერ პუტინის ღიად დადანაშაულებას ოპოზიციის ლიდერის მკვლელობაში. აქციის მონაწილეები საელჩოდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით ფეხით მსვლელობას მოაწყობენ.

ქცია ასევე გაიმართა ბათუმში, ანბანის კოშკთან.

ნავალნი მოკლეს, ის იყო თავისუფალი რუსეთის სიმბოლო, ჩვენი იმედი. ის მოკლეს, მაგრამ ჩვენში ვერ ჩაკლავენ ბრძოლის სურვილს და აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რასაც თავისუფალი რუსეთი ჰქვია“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. რუსული მედიის ინფორმაციით, ნომერ მე-3 კოლონიაში გარეთ სეირნობის დროს ნავალნიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ალექსეი ნავალნის დაღუპვა დაადასტურა.

banner
წინა სტატიაში„მერამდენე ტაძრის ცოდვა უნდა აიკიდოთ?!?“ – ყინწვისის მონასტერში წყალი ჩავიდა და ფრესკები დაზიანდა
შემდეგი სტატიაადმინისტრაცია: ზურაბიშვილმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა