ალექსეი ნავალნის დედის განცხადებით, მას პირობას უყენებენ, რომ ცხედარი საიდუმლოდ, გამომშვიდობების გარეშე დაკრძალონ

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დედა აცხადებს, რომ მას შვილის ცხედარი აჩვენეს. ამის შესახებ ნავალნის დედამ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ახლახან გამოვედი ქალაქ სალეხარდის საგამოძიებო კომიტეტის შენობიდან. თითქმის დღე-ღამე გავატარე იქ გამომძიებლებთან და კრიმინალისტებთან ერთად. ადვოკატი მათ მხოლოდ დღეს, სადილის შემდეგ შეუშვეს. გუშინ საღამოს მათ საიდუმლოდ წამიყვანეს მორგში, სადაც ალექსეი მაჩვენეს. გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ მათთვის ცნობილია გარდაცვალების მიზეზი, მზად აქვთ ყველა სამედიცინო და იურიდიული დოკუმენტი, რომლებიც ვნახე, ხოლო გარდაცვალების სამედიცინო ცნობას მე ხელი მოვაწერე. კანონით, მათ მაშინვე უნდა გადმოეცათ ალექსეის ცხედარი, თუმცა ეს ამ დრომდე არ გაუკეთებიათ“, – განაცხადა ლუდმილა ნავალნაიამ.

მისი თქმით, ემუქრებიან, აშანტაჟებენ და პირობებს უყენებენ, როდის და როგორ უნდა ჩატარდეს ნავალნის დაკრძალვის ცერემონია.

„მათ სურთ, რომ ეს გაკეთდეს საიდუმლოდ, გამომშვიდობების გარეშე. მათ სურთ, სასაფლაოზე მიმიყვანონ, ახალ საფლავთან და მითხრან – აქ წევს თქვენი შვილი. მე ამაზე არ ვარ თანახმა“, – განაცხადა ნავალნის დედამ.

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენი ალექსეი ნავალნის მეუღლესა და შვილს შეხვდა
შემდეგი სტატია23 თებერვალი იუნკერთა ხსოვნის დღეა