ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს

სამშობლოში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს. პოლიტიკოსი სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს დააკავეს. ინფორმაცია რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა დაადასტურა. ნავალნის ადვოკატს, რომელსაც პოლიტიკოსის დოკუმენტაცია ეკავა, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებები, მასთან ერთად წასვლის უფლება არ მისცეს. დაკავებისას ალექსეი ნავალნისთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლეც, რომელთან ერთადაც ის გერმანიიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

ჩასვლის შემდეგ, დაკავებამდე, ნავალნიმ თქვა, რომ ის მოხარულია რომ დაბრუნდა სამშობლოში:
ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი არჩევანია – რუსეთში დაბრუნება. ასე საკითხი არც ერთი წამით არ იდგა… მე სრულიად ბედნიერი ვარ, რომ ჩამოვფრინდი ეს არის ჩემი საუკეთესო დღე ბოლო 5 თვეში. აქ არის ჩემის სახლი, მე არ მეშინია, მე ვიცი, რომ მართალი ვარ. სისხლის სამართლის ყველა საქმე ჩემ წინააღმდეგ გაყალბებულია. არა მხოლოდ სიმართლეა ჩემს მხარეზე, არამედ – სასამართლოც. ჩემს დაკავებას აპირებენ საქმეზე, რომელზეც ევროპულმა სასამართლომ ჩემს სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი. ამიტომ მე არაფრის მეშინია და თქვენც მოგიწოდებთ, არაფრის შეგეშინდეთ.

პოლიტიკოსმა ასევე თქვა, რომ თვითმფირნავის შეცვლილი მიმართულება და დაკეტილი აეროპორტი, კარგი დემონსტრირებაა იმისა, თუ რა ხდება რუსეთში დღეს – “საჭიროა ბრძოლა” – თქვა მან.

შეგახსენებთ, თვითმრინავი რომლითაც ნავალნი მგზავრობდა, რამდენჯერმე შეიცვალა მიმართულება და საბოლოოდ არა ვნუკოვის, არამედ შერემეტიევოს აეროპოტში დაჯდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ ორგანიზაციის გამგეობამ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩია
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: თუ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გავიდა, ეს თავისთავად ნიშნავს იმაზე მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდას, ვიდრე ოპოზიცია ითხოვდა