ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ქარხანა „აზოვსტალის“ შტურმის შეჩერაბაზე პუტინის განკარგულება ნიშნავს, რომ რუსეთის ძალებს ფიზიკურად არ შეუძლიათ მისი აღება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ პუტინის განკარგულება, შეაჩეროს მარიუპოლის ქარხანა „აზოვსტალის“ შტურმი, ნიშნავს, რომ რუსეთის ძალებს ფიზიკურად არ შეუძლიათ „აზოვსტალის“ აღება.

აღნიშნულის შესახებ არესტოვიჩმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს შოიგუმ და პუტინმა შეხვედრა გამართეს და საჯაროდ განაცხადეს, რომ მარიუპოლი აიღეს და რომ ისინი არ განახორციელებენ „აზოვსტალის“ შტურმს, რადგან არ სურთ, რუსეთის ჯარს დანაკარგი მიაყენონ. ეს ნიშნავს შემდეგს – მათ ფიზიკურად არ შეუძლიათ „აზოვსტალის“ აღება. მათ ეს გააცნობიერეს. მათ იქ უზარმაზარი დანაკარგი განიცადეს, ხოლო ჩვენი დამცველები განაგრძობენ მის დაკავებას. ამასთან, შტურმზე უარი შეიძლება, განიმარტოს იმით, რომ მათ გადაისროლეს თავიანთი ძალები ჩრდილოეთით, რათა გააძლიერონ თავიანთი დანაყოფები, რომლებმაც უნდა შეასრულონ მთავარი პოლიტიკური ამოცანა – დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა. ვაცხადებ, ისინი ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

banner
წინა სტატიაშიყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო 5 წელში საქართველოში რუსეთის გავლენა გაიზარდა – NDI
შემდეგი სტატია„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა