ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას აპირებს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აპირებს, რომ მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლის ჩატარების თარიღიც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, უცნობია. ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში, არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ კენჭისყრას აპირებს.

ალექსეი არესტოვიჩმა ასევე განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებული წინადადებები პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამხედრო და სხვა რეფორმებთან დაკავშირებით, მისი საარჩევნო პროგრამაა.

banner
წინა სტატიაშიღაზაში დაბომბვისას ყოველდღიურად 400-ზე მეტი ბავშვი იღუპება ან დაზიანებებს იღებს – UNICEF
შემდეგი სტატიაენტონი ბლინკენი ხუთ ქვეყანას ეწვევა