5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქო ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს და მის მრევლს უსამძიმრებს.

“აღვავლენთ ლოცვებს უფლის მიმართ ნეტარხსენებული მწყემსმთავარის სულის მოსახსენებლად, რათა მან განუსვენოს მას ცოცხალთა ქვეყანაში, მართალთა სავანეებში და განუსვენოს მას წმინდანთა და მართალთა დასში, – აღნიშნულია გამოგზავნილ სამძიმრის წერილში.

საქართველოს უწმინდესი ეკლესიის წმინდა სინოდს საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ნეტარხსენებული წინამძღოლის, უნეტარეს ილია II-ის უფლისმიერ მიცვალების გამო, გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ და ღვთივსათნო სამძიმარს თქვენი უწმინდესი ეკლესიისა და მისი კეთილმსახური მრევლის მიმართ.

ამავდროულად, გაცნობებთ, რომ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი, უნეტარესი თეოდორე II ამჟამად იმყოფება მისიონერული ვიზიტით კონგოში. ამ მიზეზით, დაკრძალვის წესის აღსრულებისას მას წარმოადგენს ალექსანდრიის საყდრის მღვდელმთავარი, კესარიის მიტროპოლიტი თეოფილაქტე.

აღვავლენთ ლოცვებს უფლის მიმართ ნეტარხსენებული მწყემსმთავარის სულის მოსახსენებლად, რათა მან განუსვენოს მას ცოცხალთა ქვეყანაში, მართალთა სავანეებში და განუსვენოს მას წმინდანთა და მართალთა დასში.

გაბრიელ ლეონტოპოლელი

საპატრიარქოს საერთო ეპიტროპოსი

ალექსანდრია”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

banner
წინა სტატიაშისერბეთის პატრიარქი პორფირე: ილია II იყო დაუვიწყარი მამა და ჭეშმარიტი მოციქული
შემდეგი სტატიააშშ-ის პრეზიდენტი ირანთან სამხედრო უპირატესობაზე საუბრობს