ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ინიციატივით, ცნობილი ჟურნალისტის, აფხაზეთში ქართული ტელევიზიის პირველი დირექტორის ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებულები სპეციალურმა კომისიამ ოთხ კატეგორიაში გამოავლინა.
სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაშია გასული, აფხაზეთის თემაზე მომზადებული სიუჟეტი ან მულტიმედია ნამუშევარი – მამუკა ყუფარაძე, აფხაზეთის თემაზე მომზადებული საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში – ლევან ურიდია, პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში – გაიცემა საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას – დეა ბაძაღუა და ჟურნალისტური საქმიანობა – აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი – დალი ჯონჯუა (სიკვდილის შემდეგ).
გამარჯვებულები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა ეკა წივწივაძემ და საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე გულიადა ჭკადუამ დააჯილდოვეს.
ალექსანდრე ბერულავას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში. ის იყო აფხაზეთში ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა გაზეთებში – „საბჭოთა აფხაზეთი“ და „აფხაზეთის რესპუბლიკა“. აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ის სამხედრო კორესპონდენტად მუშაობდა, სოხუმის დაცემამდე კი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესცენტრის ხელმძღვანელი.
ალექსანდრე ბერულავა სოხუმის დაცემის დღეს აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩრდილოკავკასიელმა დაქირავებულმა მებრძოლებმა ჟიული შარტავასთან და მინისტრთა საბჭოს წევრებთან ერთად დახვრიტეს.
ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის დაჯილდოება წელს პირველად გაიმართა, რომელიც ტრადიციად იქცევა და ყოველი წლის 11 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – საქართველოს რომ აშანტაჟებენ, ეს არახალია, მათ უნდათ, ხელისუფლებაში ჰყავდეთ აგენტურა, რომელიც დავალებას კითხვის დასმის გარეშე შეასრულებს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მივიღეთ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, დავიწყოთ მუშაობა, რომ პასუხი აგოს ყველა იმ ადამიანმა, ვისაც მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე