ალექსანდრე რაქვიაშვილმა ანრი ოხანაშვილს მიმართა, რომ ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა იწყება და კომიტეტის სხდომაზე შესვენება გამოაცხადოს

„გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს მიმართა, რომ დღეს ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა იწყება და კომიტეტის სხდომაზე შესვენება გამოაცხადოს.

„დღეს იწყება ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა. როგორც ვიცით, ფეხბურთი ყველას გვაერთიანებს და იქნებ, ტექნიკური შესვენება გამოვაცხადოთ, თორემ აგერ უეფა-ს საიტი მაქვს გახსნილი და ვერ მივხვდი, რომელი საქმით დავკავდე“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილს და “ევროოპტიმისტების” დეპუტატს ხატია დეკანოიძეს იურიდიიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას ატოვებინებენ
შემდეგი სტატიარუსული კანონის შესახებ სახელისუფლებო პროპაგანდაში ჩართული “ჟურნალისტები”, “ექსპერტები” და საჯარო მოხელეები – MONA.GE-ს ახალი სია