ალექსანდრე რაქვიაშვილი – 100 ადამიანი თუ დაიჭირეს, 200-300 დაეჭირათ და ის არ გაებედათ, რაც გააკეთეს

საბოლოო ჯამში, პოლიციამ ასე თუ ისე ადამიანები დაიცვა, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა გუშინდელი აქციის შეფასებისას.

დეპუტატის თქმით, პოლიციას მეტი გაეკეთებინა და პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა არ დაეშვა.

„ევროკავშირის დროშას რაც გაუკეთეს, ჩვენთვის ცუდი იყო. ეს ადამიანები აგრესიულად იყვნენ განწყობილნი, მაგრამ აშკარად უმცირესობაში არიან. ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, პოლიციას მეტი გაეკეთებინა და დროშის ჩამოხსნა არ დაეშვა.

პოლიციას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა. 100 ადამიანი თუ დაუჭირეს, 200-300 დაეჭირათ და ის არ გაებედათ, რაც გააკეთეს. ეს მათი პოლიტიკის პირდაპირი გამოხატვა იყო, რომ ეს ადამიანები აშკარად ეწინააღმდეგებიან ევროპულ გზას. ისინი არიან უმცირესობაში“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – უწყების მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის მეტად გაუმჯობესებაა
შემდეგი სტატიაშარლ მიშელი: ლგბტქი+ უფლებები არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი