ალექსანდრე ქანთარია – „ახლა რომ სკოლებში გამოკითხვა ჩავატაროთ რამდენს ეამაყება, რომ ის პატარა ქართველია?“

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს პარლამენტის წევრმა, ალექსანდრე ქანთარიამ კითხვით მიმართა როგორ განაწილდება და გაიხარჯება ბიუჯეტში კულტურის სფეროსთვის დამატებით გამოყოფილი 5 მილიონი, „ იქნებ კონკრეტულად ითქვას ამაზე, აქ მუზეუმები და თეატრებია და როგორ გამოდის, როგორ არის განაწილებული ეს თანხა? ასევე, რას ეტყვით უმაღლესი სახელოვნებო განათლების პროფესორ-მასწავლებლებს რა სტიმული შეიძლება იყოს მათთვის, სახელფასო გაუმჯობესება მაქვს მხედველობაში“.

დეპუტატი ასევე დაინტერესდა კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფასთან დაკავშირებით რა პროცესი მიდის. -„იქნება ამაზეც გვითხრათ, იმიტომ, რომ საკმაოდ დიდია ინტერესი, ბუნებრივია, ისევ ვამბობ, რომ შეცდომა იყო ამ ორი დარგის შეწებება, სპორტიც აქ არის, ამ კითხვებზე იქნებ გვითხრათ“.

ალექსანდრე ქანთარიამ მინისტრს საბჭოთა პერიოდის სკოლაც გაიხსენა და დაინტერესდა ეროვნული ცნობიერების გაღვივების კუთხით რა კეთდება დღევანდელ სკოლებში. –„არ მინდა დავამძიმო ეს ტრაგიზმით სავსე დღეები, მხოლოდ თქვენი აზრი მინდა გვითხრათ. ჩვენმა თაობამ, ვინც იმ ქვეყანაში ვსწავლობდით, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა, ვიცით, სკოლებში ხდებოდა მერხების მტვრევაც, ფანჯრების მტვრევაც, კედლების დაზიანება, აყალმაყალიც, შფოთიც, მაგრამ მე არ მახსენდება რომ სკოლას პოლიცია გამოეძახებინა და ეს ყოველთვის გვარდებოდა ხოლმე შიდა სფეროში, ჩვენ და ჩვენ თანატოლებს, მაშინ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ წარმონაქმნში ვცხოვრობდით, ყველას გვეამაყებოდა, რომ საქართველოში დავიბადეთ.

რა გეგმა გაქვთ ეროვნული ცნობიერების გაღვივების კუთხით რა გეგმაა სასკოლო სივრცეში ხელოვნების, სულიერების, რწმენის გაძლიერების კუთხით? ახლა რომ გამოკითხვა ჩავატაროთ რამდენს ეამაყება, რომ ის პატარა ქართველია კავკასიის მთების შვილი?

ეს ის პრობლემებია, რომელზეც ძალიან სიღრმისეულად არის საფიქრელი და თქვენი აზრი იქნება საინტერესო“, -მიმართა ალექსანდრე ქანთარიამ მერაბ ჩხენკელს.

banner
წინა სტატიაშიუსამართლო, დეგრადირებული, თავისუფლებისაგან განძარცვული, ლუკმა პურს მონატრებული ცხოვრების დედა, ვერანაირად ვერ იქნება ღვთისმშობელი
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა – ხელისუფლების შემოთავაზებაზე პასუხია წადით, იმეცადინეთ