ალექსანდრე მოწერელიამ საკადრო ცვლილებები განახორციელა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ საკადრო ცვლილებები განახორციელა.

ალექსანდრე მოწერელიამ ვიცე-გუბერნატორის პოსტზე ირაკლი ჯიქია დანიშნა, რომელიც აქამდე შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე იყო.

გუბერნატორის მოადგილედ რჩება კობა ქანთარია. ამასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა ერთ-ერთი მოადგილე დავით კოდუა, სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსი პაატა ლაგვილავა, ასევე თეონა კვარაცხელია და გოჩა ლემონჯარია.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს