ალექსანდრე მოწერელიამ „ლუღის“ ის ნივთები გადასცა რაზეც ოცნებობდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჭყონში ფანჩივაძეების ოჯახი მოინახულა და პირადი სახსრებით ოჯახის ყველაზე პატარა წევრს ქრისტინა ფანჩვიძეს საჩუქრები გადასცა.

5 წლის გოგონამ, რომლის ვიდეომ ,,ლუღის“ შესახებ სოციალურ ქსელში პოპულარობა მოიპოვა, მხარის რწმუნებულისგან საჩუქრად ის ნივთები მიიღო, რაზეც ის ვიდეოში ოცნებობდა. ალექსანდრე მოწერელიამ პირადი სახსრებით ქრისტინა ფანჩვიძეს პორტატული კომპიუტერი, საწოლი, კომპიუტერის მაგიდა, ფულადი დახმარება და ტკბილეული გადასცა, მხარის რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა კი პატარა გოგონას ველოსიპედი აჩუქა.

ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ქრისტინას ვიდეოს შესახებ მისი უმცროსი ქალიშვილისგან გაიგო: ,,წუხელ ჩემი უმცროსი ქალიშვილი, რომელიც ქრისტინას თანატოლია დამიკავშირდა და მითხრა, ამ ვიდეოს შესახებ, დღეს შევეცადე ყველა ის ოცნება რაც ქრისტინას ქონდა ამეხდინა“ – განაცხადა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა და ქრისტინა ფანჩივაძე მის ქალიშვილს ვიდეო ზარის საშუალებით დააკავშირა.

ალექსანდრე მოწერელია სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლის მშენებლობაში დახმარებას, ხოლო ქრისტინას მამას დასაქმებას დაპირდა.

5 წლის ქრისტინა ფანჩვიძე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჭყონში მამასთან, ბებიასთან და მამიდასთან ერთად ცხოვრობს.

banner
წინა სტატიაშიმძიმე ავადმყოფობის შედეგად 24 წლის მხატვრი შაკო შუკვანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამთავრობის გადაწყვეტილებით, ვანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის პროაქტიული თერმოსკრინინგი ჩატარდება და სპეციალური გამშვები პუნქტები მოეწყობა