ალექსანდრე მოწერელიამ გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი გვირგვინით შეამკო

დღეს ჭყონდიდლობა, დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და საქართველოს მწიგნობართუხუცესის ხსენების დღეა,  რომელიც მარტვილში ყოველწლიურად განსაკუთრებულად აღინიშნება.

 

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ალექსანდრე მოწერელია მარტვილში სადღესასწაულო წირვას დაესწრო და გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი გვირგვინით შეამკო.

“გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღე მინდა მივულოცო ჩვენს მარტვილელებსა და სრულიად საქართველოს. ამ ქალაქში ყოველთვის გამორჩეულად აღინიშნება ეს დღესასწაული. სამწუხაროდ, პანდემიის გამო გამომდინარე, ვერ აღვნიშნეთ დღევანდელი დღე ისე, როგორც დაგეგმილი იყო, თუმცა მცირე ღონისძიება მაინც მიმდინარეობს”,- აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, გრიგოლმა საზეიმო წირვა მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღავლინა. ტაძრის ეზოში მოეწყო ნახატებისა და ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა.

banner
წინა სტატიაშიზაჰესში, თავისუფლების ქუჩის მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება
შემდეგი სტატიააფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა