ალექსანდრე მოწერელიამ ჭაავების ოჯახს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ დამდეგი შობა-ახალი წელი სოციალურად დაუცველ ჭაავების ოჯახს მიულოცეს და ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

ჭაავები ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილები არიან და ზუგდიდში ცხოვრობენ. საახალწლო საჩუქრები ზუგდიდში 600-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა.

სახელმწიფო რწმუნებულმა დღესვე, დამდეგი შობა-ახალი წელი, რეგიონული არქივის თანამშრომლებს მიულოცა. ასევე რწმუნებულის ადმინისტრაციისგან საახალწლო საჩუქრები იმ უწყებებს გადაეცემა ვინც ახალ წელს სამსახურში ხვდება.

banner
წინა სტატიაშიბაკურ სორდიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიაქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ახალი წლის დადგომა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს