ალექსანდრე მოწერელიამ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს უმასპინძლა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნარს უმასპინძლა. ელჩი რეგიონს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად ესტუმრა. შიდა ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ ტურში ასევე მონაწილეობდნენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი ქალები.

ვიზიტის ფარგლებში კელი დეგნანი ზუგდიდში, ბესიკ ჭითანავას საოჯახო სამზარეულოს სტუმრობდა, სადაც ადგილზე გაეცნო სამეგრელოს რეგიონის უნიკალურ ტრადიციებსა და მეგრულ სამზარეულოს. ბესიკ ჭითანავა USAID-ის პროგრამა ZRDA-ს ბენეფიციარია და პროგრამა ბიზნესის გაფართოებაში დაეხმარა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სტუმრობისას ელჩმა ასევე დაათვალიერა ენგურის ჰიდროელექტროსადგური და რეგიონის სხვა ღირსშესანიშნაობები. სვანეთში მათ მოინახულეს მესტია, იფარი და უშგული, წმინდა გიორგისა და ლამარიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები, ადგილობრივი მუზეუმი და სხვა ღირსშესანიშნაობები.

,,აშშ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი და დიდი მეგობარია, რაც არაერთხელ დამტკიცდა ჩვენი ურთიერთობის მანძილზე. ამერიკის საელჩომ არაერთი მნიშვნელოვანი, ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის მიმართული პროექტი განახორციელა და დღესაც ახორციელებს, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს” – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი : შევდივარ სპორტულ ფორმაში, ვემზადები გადამწყვეტი ნახტომისთვის
შემდეგი სტატიათამარაშვილის ქუჩაზე დაავადებული და ხმობადი ფიჭვები იჭრება