ალექსანდრე მოწერელიამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

მარტვილის, აბაშის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ალექსანდრე მოწერელიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას, გვირგვინით შეამკეს მემორიალი და აზა ადამიას საფლავი.

1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა. დაღუპულთა შორის იყო მარტვილელი, პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეხუთე კურსის სტუდენტი 22 წლის აზა ადამია.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი – ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა სტაბილურობა უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე დეტალები
შემდეგი სტატიაფოთში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს