ალექსანდრე მოწერელია : სწორედ პარლამენტშია სერიოზული ასპარეზი, ვიმუშაოთ რეგიონული პოლიტიკის და ადგილობრივი თვითმმართველობების გასაძლიერებლად

აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია აცხადებს, რომ მისთვის მაჟორიტარი დეპუტატობა დიდი პასუხისმგებლობა და პატივია.

„ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწრაფი და თანაბარი განვითარება. სწორედ პარლამენტშია სერიოზული ასპარეზი, რომ ვიმუშაოთ რეგიონული პოლიტიკის და ადგილობრივი თვითმმართველობების გასაძლიერებლად. სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის ბოლო ორი წელი რთული იყო, ჯერ ფაროსანა, შემდეგ ვირუსი. წარმატებით მოვახერხეთ პრობლემების დაძლევა, კარგ მოსავალს ველოდებით. ამასთან, ვირუსის სწორად მართვამ შესაძლებლობა მოგვცა დროულად გავხსნათ ეკონომიკა”, – განაცხადა მოწერელიამ.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე : „ქართული ოცნება” მოსახლეობას არ გაუცრუებს იმ იმედს, რა პასუხისმგებლობასაც საზოგადოება ჩააბარებს
შემდეგი სტატიაკორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან ოთხი შემოტანილია, შვიდი კი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფი პირია