ალექსანდრე მოწერელია: სქურს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და მოვახდენთ საკითხის ძირეულ შესწავლას

სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია სოფელ სქურში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა:

,,სქურს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, ამ ხეობას ინფრასტრუქტურული განვითარება სჭირდება და ამის შემდეგ ტურიზმი თვითონ განავითარებს აქაურობას. ამიტომაც ჩვენ ვმუშაობთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით. წალენჯიხის მუნიციპალიტეტს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი და ამ პოტენციალის გამოყენება უნდა მოხდეს, ამისთვის ჩვენ მოვახდენთ საკითხის ძირეულ შესწავლას და შემდეგ მის განხორციელებას“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

banner
წინა სტატიაში მთ. ეპ. ზენონი: მთავარ ხელსაქმედ ნიღაბთა დამზადება ვაქციეთ
შემდეგი სტატიახანძარი ავლაბარში – ცეცხლი კერძო სახლს გაუჩნდა