ალექსანდრე მოწერელია -სპორტული აქტივობები, რეგიონში ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებას და ტურისტების მოზიდვა შეუწყობს ხელს

  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ  ფესტივალი “გზა ერთობისკენ რუხი- 2018”-ის ფარგლებში, ზუგდიდის ცენტრში სპორტული მანქანების გამოფენა დაათვალიერა. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა მსგავსი სახის აქტივობები, რეგიონში ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებას და ტურისტების მოზიდვა შეუწყობს ხელს.
  გამოფენაზე პროფესიონალმა მრბოლელებმა მოქალაქეებს და ზუგდიდს სტუმრებს მანქანების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს .ქალაქის ცენტრდან  სიმბოლური მსვლელობა  ენგურის ხიდის მიმართულებით გაიმართა.
დღეს რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე  შეჯიბრება  წყვილთა რბოლაში “რუხი გრანპრი-2018” ჩატარდება. რბოლაში  12 ლიცენზირებული (პროფესიონალი) ქართველი ავტომრბოლელი იასპარეზებს.
banner
წინა სტატიაში„ეროვნული ერთობის“ ლიდერ გიორგი ჭელიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ
შემდეგი სტატიაშსს-მ კახეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო