ალექსანდრე მოწერელია: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება – ეს არის განსხვავება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი შეზღუდვებიდან რაც სხვა რეგიონებთან შედარებით გვაქვს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ფოთში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებსა და გამკაცრებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ისაუბრა.

,,საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება – ეს არის ერთადერთი განსხვავება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი შეზღუდვებიდან რაც სხვა რეგიონებთან შედარებით გვაქვს. გვექნება საპოლიციო ბლოკ-პოსტები ქალაქების შესასვლელებში, რაც ნიშნავს, გაძლიერებულ საპოლიციო ძალებს, რომლებიც მკაცრად გააკონტროლებენ სამანქანო გადაადგილებას. მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება, ანუ ერთ ავტომობილში 3 ადამიანის ყოფნაა დასაშვები – მძღოლი და 2 პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ, ეს არ არის არც სამაგრელოს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადება და არც კომენდანტის საათი, ეს არის ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების გამკაცრება“ – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა შეზღუდვა.

ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, მკაცრი კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებულ აფხაზეთში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგად.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე: თქვენ უარი თქვენ მოქალაქეებს უთხარით სამშობლოში დაბრუნებაზე
შემდეგი სტატიაილია მეორე: მსოფლიო დიდ განსაცდელშია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს