ალექსანდრე მოწერელია: რეგიონიდან გუშინ გაგზავნილი 16-ვე ანალიზის პასუხი უარყოფითია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, გუშინ სამეგრელოდან, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 16-ივე ანალიზის პასუხი უარყოფითია. მისივე განმარტებით ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 36 ადამიანი იმყოფება, ხოლო რეგიონი თვითიზოლაციას 174 პირი გადის, ამ პერიოდის განმავლობაში თვითიზოლაცია მოეხსნა 837 მოქალაქეს.

,,რეგიონში მდგომარეობა სტაბილურია, სასიხარულოა ის რომ ჩვენ 2 გამოჯანმრთელებული გვყავს, ზუგდიდის ინფექციურში ამჟამად არავინ გადის მკურნალობას. გვყავს ერთი ინფიცირებული, რომელიც ამჟამად მკურნალობს ბათუმში. რა თქმა უნდა ეს არის სასიხარულო, თუმცა არ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას, ვინაიდან საფრთხე ჯერ კიდევ არიდებული არ არის“ – განაცხა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, სასაფლაოების დახურვის შემდეგ, ტერიტორიაზე შესვლის კუთხით რაიმე სახის სამართალდარღვევა არ დაფიქსირებულა. გუშინ კი რეგიონის მასშტაბით საგანგებო რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის 7 პირი დაჯარიმდა, მათ შორის ერთ სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების წესის დარღვევისთვის, მეორე კი საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესის დარღვევისთვის.

banner
წინა სტატიაშილევან რატიანი : ჩვენმა სახელმწიფომ გააკეთა ის, რაც ყველა წამყვან ქვეყანას შურს
შემდეგი სტატიაბოლნისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა