ალექსანდრე მოწერელია – „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი იყო და არის სოფლის მხარდაჭერა და სოფელზე ზრუნვა

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია ქალაქ ჯვარის, სოფლების ოჭანესა და ფოცხოეწერის მოსახლეობას შეხვდა.

ალექსანდრე მოწერელიას თქმით, შეხვედრაზე არაერთ მნიშვნელოვან თემაზე იყო მსჯელობა. ასევე, განხილული იყო სამომავლო გეგმები.

„ არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ვიმსჯელეთ, სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ. წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაიჭრა ოჭანეში: რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოჭანე -ჯვარის გზას, რომლის ღირებულებაც 5 500 000 ლარია. ასევე, აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, ჯვარსა და ფოცხოში გადაიხურა საცხოვრებელი კორპუსები, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა ჯვარში. ოჭანეში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად უკვე გამოცხადებულია ტენდერი და სულ მალე 10 000-მდე ადგილობრივი, 24-საათიანი ხარისხიანი სასმელი წყლით მომარაგდება. „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი იყო და არის სოფლის მხარდაჭერა, სოფელზე ზრუნვა, რადგან სწორედ ეს მოგვცემს შესაძლებლობას, მაქსიმალურად სწრაფად შევძლოთ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლება, რაც თავის მხრივ, ჩვენი ქვეყნის უპირობო განვითარებასა და წინსვლას ნიშნავს“. – აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

banner
წინა სტატიაშიდავით ზურაბიშვილი მელაშვილის ბრალზე – წარმოუდგენელი თავხედობაა!
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე ზესტაფონში და თერჯოლაში მხარდამჭერებს შეხვდა