დეპუტატი ალექსანდრე მოწერელია „ოცნებას“ აფრთხილებს, რომ სანამ მარტვილში უბედურება დატრიალებულა, ბალდის კანიონის საკითხს მხიედოს.
„მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონის გამო ისევ დაძაბულობაა. მართალია, თემის საჯარო განხილვა დაანონსდა, მაგრამ მოსახლეობას ხელისუფლეიდან არავინ დალაპარაკებია. ამიტომ, ვითარება უფრო დაიძაბა და საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა. მოსახლეობას არავინ ესაუბრება, დაჰპირდნენ საჯარო განხილვას, მაგრამ არანაირი ქმედება არ განხორციელებულა, პირიქით უფრო იძაბება მდგომარეობა, ფიზიკურ დაპირისპირებასაც კი ჰქონდა ადგილი. ამიტო, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ „ოცნებს“, სანამ უბედურება დატრიალებულა, ხალხს დაელაპარაკოს. პრობელმას გადაჭრა სჭირდება და არა – დუმილი“ – ამბობს მოწერელია.