ალექსანდრე მოწერელია: ლაშა გოგიას არჩევანს პატივს ვცემ

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ეს ნაბიჯი, ვფიქრობ, მისი პირადი გადაწყვეტილებაა და მის არჩევანს პატივს ვცემ. რაც შეეხება მის საქმიანობას, ყველაზე ობიექტური შემფასებელი მოსახლეობაა”,-ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ზუგდიდის მერის  ლაშა გოგიას თანამდებობიდან გადადგომის კომენტირებისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ზუგდიდის მერმა, ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა. “თაიმერის” ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, გოგიას, ასევე, სხვა მაღალჩინოსანთა დაკავება.

ეს სავარაუდოდ იმ ბიზნესგარიგებებთან იქნება დაკავშირებული, რასაც წლების განმავლობაში გოგია და მისი თანაგუნდელები ანხორციელებდნენ. ამ გარიგებების შედეგად გოგიას, როგორც ამბობენ, 10 ათასობით ლარი აქვს აღებული.გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობა ვიცე-მერმა, გია გულორდავამაც დატოვა.

 

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიპუტინი სკრიპალის მოწამვლაში ეჭვმიტანილებზე: “ჩვენ ვიცით ისინი ვინ არიან”
შემდეგი სტატიაევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა