ალექსანდრე მოწერელია: ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია სოფლად უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, აბაშაში კეთილარის და სუჯუნას მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივებთან შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ასევე, საუბარი შეეხო მის სამომავლო გეგმებს და პრიორიტეტულ მიმართულებებს.

“მოსახლეობასთან კომუნიკაციის საფუძველზე გამოვყავით პრიორიტეტული პროექტები – ასფალტის საფარი დავაგეთ ისეთ გზებზე, სადაც აქამდე არ ყოფილა. უკვე აშენდა ამბულატორიები, მოწყობილია გარე-განათება, მოხრეშილია შიდა გზები. ამ სოფლების მცხოვრებლებმა კარგად იციან, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მათი პრობლემების გადასაჭრელად. ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია სოფლად უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნა, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, სოფლების გაზიფიცირება, ინტერნეტიზაცია, შიდა გზების მოწესრიგება” აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი ბაჩალიაშვილის საქმის მასალებიდან 20 ტომს უკვე გაეცნო და „უახლოეს პერიოდში შესაბამისი პოზიცია ექნებათ“
შემდეგი სტატიამარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს